ხშირად დასმული კითხვები
ხშირად დასმული კითხვები (ტექნიკური)
შემიძლია ჩემი მთავარი გვერდის (ბოლოდროინდელი ბლოგ-სტატიები), 404-ის, კატეგორიისა და სხვა მსგავსი გვერდების რედაქტირება?
Page Builder Sandwich-ის გამოყენებით შეგიძლიათ დაარედაქტიროთ მხოლოდ ცალკეული გვერდები ან პოსტები. წარმოიდგინეთ ასე: თუ მისთვის მართვის პანელში არსებობს „ახალი პოსტის“ ზონა შიგთავსის რედაქტორით, მაშინ მისი რედაქტირება Page Builder Sandwich-ით შეგიძლიათ.
პოსტის რომელი მორგებული ტიპებია (CPT) მხარდაჭერილი?
თქვენ შეძლებთ პოსტის ნებისმიერი მორგებული ტიპის შიგთავსის რედაქტირებას.
როგორია გვერდის ჩატვირთვის დრო / გავლენა წარმადობაზე? შეანელებს ეს ჩემი ვებსაიტის ჩატვირთვას?
ჩვენ დავრწმუნდით, რომ Page Builder Sandwich-ს თითქმის ნულოვანი გავლენა აქვს თქვენი ვებსაიტის წარმადობაზე. სისტემიდან გამოსვლისას, მინიმუმ, რიგში ემატება მხოლოდ სტრიქონისა და სვეტის CSS სტილები, თქვენ მიერ გამოყენებული მოკლე კოდებისთვის (shortcodes) საჭირო JS და CSS სკრიპტებთან ერთად.
რომელი დამატებითი CSS & JS ფაილები ემატება რიგში?
თქვენი ვებსაიტის ვიზიტორებისთვის, მინიმუმ, რიგში ემატება მხოლოდ სტრიქონისა და სვეტის CSS სტილები, თქვენ მიერ გამოყენებული მოკლე კოდებისთვის საჭირო JS და CSS სკრიპტებთან ერთად.